კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში მოდის

© photo: Sputnik / Сергей Старостенко / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერი ბიზნესმენი და ქველმოქმემდი ლეონიდ ჩერნოვეცკი უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს. იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. კიევის ყოფილმა მერმა, მილიონერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და უკვე ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 

ჩერნოვეცკი კიევის საქალაქო ადმინისტრაციას 2006–2012 წლებში ხელმძღვანელობდა. ის უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს, დაკავებულია ბიზნესითა და ქველმოქმედებით, აქვს დიდი ვილა ქობულეთში. წარსულში მილიონერი კატეგორიულად გამორიცხავდა   პოლიტიკაში წასვლას. 

„ვაპირებ პარლამენტში შესვლას. ირგვლივ სიღარიბეა და წამყვან პოლიტიკურ პარტიებს ძალიან სუსტი პოზიციები აქვთ. ჩვენ ყველა სფეროში რეფორმებს ჩავატარებთ“, — განუცხადა ჩერნოვეცკიმ ქართულ მედიას. 

ჩერნოვეცკიმ ადგილობრი ჟურნალისტებს არ მისცა ვრცელი კომენტარი, მხოლოდ ის განაცხადა, რომ მალე ოფიციალურად დაარეგისტრირებს საკუთარ პარტიას და გეგმებზეც ისაუბრებს, ოღონდ  მხოლოდ პირდაპირ ეთერში. ცნობილია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩერნოვეცკი პენსიის გასამმაგებას აპირებს, რომ პარტია ევროპული ღირებულებების მხარდამჭერი იქნება და არ გაიზიარებს რუსეთის ინტერესებს. 

კიევის ექს–მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ „გაიმსჭვალა საქრატველოს პოლიტიკით“ და „არაერთ გადაწყვეტილებას ხედავს საიმისოდ, რომ ცხოვრების დონე აამაღლოს“. 

„საქართველოს შეცვლა ბევრად იოლია, ვიდრე უკრაინისა, იმიტომ რომ  აქ უკვე ბევრი რეფორმაა გატარებული. ამიტომაც გადავწყვიტე აქ შემექმნა პარტია „ბედნიერი საქართველოთვის“, — დაწერა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0