„სოკარი“ საქართველოს გაზის მოცულობას გაუზრდის და ფასებს შეამცირებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevგაზის კოშკურა
გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორის გაფორმებულ 2011 წლის მემორანდუმში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აზერბაიჯანული კომპანია გაზის მოცულობას გაზრდის, ხოლო ფასებს დასწევს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. „სოკარი“ საქართველოში შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობას 500 მლნ კუბური მეტრით გაზრდის და სოციალურ გაზსა და გაზგასამართი სადგურებისთვის აირზე ფასებს დასწევს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა „სოკართან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

შესაბამისი შესწორებები დღეს შევიდა საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანული გაზის სახელმწიფო კომპანია „სოკარს“ შორის 2011 წელს გაფორმებულ მემორანდუმში. დოკუმენტს ხელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მოაწერეს. 

„რამდენიმე შეხვედრისა და პროდუქტიული მუშაობის შემდეგ ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და „სოკარის“ ხელმძღვანელობამ „შაჰ-დენიზიდან“ დამატებითი მოცულობის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, რომ შემდგომი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან“, — განაცხადა კალაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
საქართველოს გაზის ოდისეა

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რათა ტექნიკური შეზღუდვებით წარმოქმნილი პრობლემა აღმოეფხვრა.

„პარალელურად შემცირდა ფასი სოციალურ გაზზე, რომელსაც „სოკარისგან“ ვყიდულობთ. გარდა ამისა, „სოკარმა“ გამოთქვა მზადყოფნა, ათას კუბურ მეტრზე 35–40 დოლარით შეამციროს ფასი გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდებულ გაზზე. ეს მიმდინარე შეთანხმებები იმ მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და ერთობლივი სტრატეგიული ინტერესების ნათელი დემონსტრირებაა, რომლებიც წლებია აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს“, — განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0