საქართველოს ხელისუფლება ემიგრანტებს ეხმარება

© Photo: courtesy of Press office of the Ministry for Diasporaგლობალური დიასპორის კვირეული
გლობალური დიასპორის კვირეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დიასპორა ორი ნაწილისგან შედგება – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ისტორიულად მცხოვრებნი ან 1990 წლამდე ქვეყნიდან წასულები (დაახლოებით 1 მლნ ადამიანი). მეორე ნაწილი – 1990 წლის მერე წასული თანამედროვე ემიგრანტები (1,5 მილიონამდე ადამიანი).

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დაბრუნება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მიიჩნევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი.

„ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდება. თუმცა ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული. გამორიცხულია, რომ ყველანი ერთად დაბრუნდნენ, ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუ ეკონომიკა წინ წავა, რა თქმა უნდა, თანდათან ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდებიან და ინვესტიციებსაც განახორციელებენ“, – ციტირებს სააგენტო Новости-Грузия ტარტარაშვილს.

ქართველმა სტუდენტებმა „დიასპორული სტაჟირება - 2015“ დაასრულეს - Sputnik საქართველო
ქართველმა სტუდენტებმა „დიასპორული სტაჟირება - 2015“ დაასრულეს

დღეისათვის ისტორიული დიასპორა არსებობს – ეს ის თანამემამულეებია, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი და ა.შ.), ან საქართველოდან 1990 წლამდე წასულები – ეს მილიონზე მეტი ადამიანია. ამის გარდა, თანამედროვე ემიგრანტები არსებობენ – ვინც 1990 წლის მერე წავიდა, ისინი დაახლოებით მილიონნახევარ ადამიანს შეადგენენ.

„მათ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ, რადგან ყოველწლიურად 1 400 მილიონ დოლარს აგზავნიან, ეს კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%–ია“, – აღნიშნა ტარტარაშვილმა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წელიწადში ორჯერ თანამემამულეებთან ურთიერთობების გამყარების მიზნით დიასპორის ფორუმს ატარებს, სადაც ჩამოდიან წარმატებული ქართველი ემიგრანტები – ბიზნესმენები, ისტორიკოსები, კულტურის მოღვაწეები. ისინი საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად ერთობლივ პროექტებს გეგმავენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტ–ემიგრანტებს საქართველოში საზაფხულო ბანაკებში დასვენების საშუალება აქვთ. უკანასკნელად ანაკლიის სანაპიროზე 135-მა ქართველმა სტუდენტმა დაისვენა.

ქართული ხალხური ანსამბლი დიდგორი - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორის წარმომადგენლები ერთმანეთს ვოკალში შეეჯიბრებიან

დიასპორის საკითხებში სამინისტრო უცხოეთში მდებარე ქართულ სკოლებს ქართული ენის სახელმძღვანელოებსა და სხვა წიგნებს აწვდის. ახლა საზღვარგარეთ 80 ზოგადი განათლების სკოლა და მართლმადიდებლურ ტაძრებთან არსებული 30 საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.

უკვე შექმნილია სახელმძღვანელოები თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის. თურქეთის ყველა სკოლაში ყველა მსურველს ქართული ენის შესწავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ათი მსურველი მოიძებნება.

„ამჟამად საბერძნეთთან და ისრაელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა სკოლებში ქართული ენის შესწავლა მათაც შეძლონ. თვითონ ქართველმა ებრაელებმა გვთხოვეს, რომ ჩვენ მათთვის ამ საკითხში მხარი დაგვეჭირა“, – თქვა ტარტარაშვილმა.

გარდა ამისა, 70-ზე მეტ ქართულ ანსამბლს უწყება ეროვნული სამოსითა და ინსტრუმენტებით ამარაგებს, რათა ქართულმა დიასპორამ უცხოეთში საკუთარი კულტურის პოპულარიზაცია უკეთესად შეძლოს. 

საქართველოს მთავრობა ქართველ ემიგრანტებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაშიც ეხმარება. მაგალითად, თურქეთსა და ჰოლანდიაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა სიღნაღის რაიონში ზეთისხილის ბაღები გააშენეს და დიდი მოსავალიც აიღეს. ტარტარაშვილის თქმით, იგეგმება ქარხნის მშენებლობა, რომელიც ქართულ ზეითუნის ზეთს გამოუშვებს.

ყველა ახალი ამბავი
0