ქართველმა სტუდენტებმა „დიასპორული სტაჟირება - 2015“ დაასრულეს

© https://www.facebook.com/GeoDiasporaქართველმა სტუდენტებმა „დიასპორული სტაჟირება - 2015“ დაასრულეს
ქართველმა სტუდენტებმა „დიასპორული სტაჟირება - 2015“ დაასრულეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სპეციალურად იმ ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, ვინც უცხოეთში იღებს განათლებას.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტში „დიასპორული სტაჟირება“  ის 36 ქართველი სტუდენტი მონაწილეობდა, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს, იუწყება სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახური.

 სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა, პროფესიულ სფეროში პრაქტიკის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. 

 ქართველი სტუდენტები ჩამოვიდნენ ამერიკიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან. სტაჟირება მათ ოთხი სამუშაო კვირის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაიარეს.

  „უმაღლესი დაწესებულებებიდან… თავისი სურვილით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები ჩამოდიან. იყო შემთხვევა, როდესაც სტაჟიორები, რომლებიც სტაჟირებას თბილისში გადიოდნენ, იუსტიციის სამინისტროში მიიწვიეს“, — აღნიშნა დუმბაძემ.

 პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სპეციალურად იმ ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა, ვინც უცხოეთში იღებს განათლებას. 

 დიასპორის სახელმწიფო აპარატი ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან ერთად “დიასპორული სტაჟირების” პროექტს მესამე წელია წარმატებით ახორცილებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0