ქართული დიასპორის წარმომადგენლები ერთმანეთს ვოკალში შეეჯიბრებიან

© photo: courtesy of Didgoriქართული ხალხური ანსამბლი "დიდგორი"
ქართული ხალხური ანსამბლი დიდგორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში დიასპორის წარმომადგენელთა შორის ქართული ხალხური სიმღერის საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად კონკურსს ატარებს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო გალობის შესრულებაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, კონკურსი 10 თებერვლამდე გაგრძელდა.  

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დიასპორის საკითხებში ამ კონკურსს ორგანიზება ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზების მიზნით გაუწია. კონკურსი 2015 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დიასპორის წარმომადგენელთა თხოვნით, მისი ვადა 2016 წლის 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.

განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე უკვე შეიტანეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პარიზიდან, ტორონტოდან, დუბლინიდან, ნიუ-იორკიდან, მოსკოვიდან და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან — ინდივიდუალური შემსრულებელი, კოლექტიური შესრულება და სოციალურ ქსელების რჩეული. 

საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
დიასპორის საქმეთა სამინისტრო „მიგრანტთა ისტორიებს“ ელოდება

„კონკურსმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი თანამემამულეები გამუდმებით გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, გავაგრძელოთ კონკურსის ვადა, რათა მასში მონაწილეობის ყველა მსურველს მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს საკონკურსო ვიდეორგოლი”, — აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია არა მხოლოდ ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ თანამემამულეთა შორის, არამედ უცხოეთში მცხოვრები მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ჩვენი თანამემამულეებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

კონკურსი დისტანციურად ტარდება, მონაწილეებმა ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ და საკონკურსო ვიდეორგოლი MP4 ფორმატით გააგზავნონ. ვიდეორგოლი სახელმწიფო აპარატის გვერდებზე YouTube-სადაFacebook-ზე განთავსდება.

იქვე იქნება ხმის მიცემის საშუალება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოლისტებსაც და ანსამბლებსაც. ასაკობრივი შეზღუდვები არ არის.

გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ისინი კონკურსანტებს ვოკალური შესრულების, არტისტიზმის, ასევე შემოქმედებითი მიდგომისა და მხატვრული გადაწყვეტის კუთხით შეაფასებენ. კონკურსის შედეგები აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. კონკურსის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები გადაეცემა, ხოლო გამარჯვებულები დიპლომებსა და პრიზებს მიიღებენ.


ყველა ახალი ამბავი
0