დიასპორის საქმეთა სამინისტრო „მიგრანტთა ისტორიებს“ ელოდება

© photo: Sputnikსაქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიაჩნიათ, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია საქართველოში დარჩენილ და უცხოეთში წასულ თანამემამულეებს ერთამენთისგან აუცხოებს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. პროექტ „მიგრანტთა ისტორიების“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იწყებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეუძლიათ ემიგრაციაში თავს გადამხდარი ისტორიები გაავრცელონ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიაჩნიათ, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია საქართველოში დარჩენილ და უცხოეთში წასულ თანამემამულეებს ერთამენთისგან აუცხოებს.  

„სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი ადამიანი მიდის სამშობლოდან. საქართველოში ხშირად უცნობია მათი ამბავი. საქართველოში დარჩენილებმა ძალიან ცოტა რამ იციან სამშობლოდან წასულ თანამემამულეებზე… პროექტის მიზანია თანამემამულეებისთვის საკუთარი მიღწევების, პრობლემების, ან უბრალოდ, ისტორიების გაცნობა“, — ნათქვამია აპარატის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში

მიგრანტებს შეუძლიათ დაწერონ ყველაფერზე: თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ, რა სასიხარულო თუ სამწუხარო ამბები გადახდათ თავს და ა.შ.

ტექსტი მაქსიმუმ 300 სიტყვას უნდა მოიცავდეს და თან ახლდეს მაღალი ხარისხის საინტერესო ფოტო– ან ვიდეომასალა, რომელიც მოყოლილ ამბავს ასახავს. 

სპეციალური ჯგუფი შეარჩევს საინტერესო ისტორიებს, რომლებიც ოფიციალურ ვებგვერდებზე, პარტნიორების ფეისბუქგვერდებსა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება. 

პროექტის მონაწილეებმა „დიასპორის გლობალურ ქსელში“ მოსახვედრად მასალები 1 ოქტომბრამდე უნდა გაგზავნონ. ამის შემდეგ შემოსული მასალები მხოლოდ სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება. 

ისტორია, ფოტო და ვიდეო შეგიძლიათ ატვირთოთ მისამართზე

სახელმწიფო მინისტრის აპარატში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მასალები შესაძლოა სხვადასხვა პუბლიკაციებსა და მედია კამპანიებში გამოიყენონ. თუ მონაწილე მოისურვებს, მისი ვინაობა არ დასახელდება, ანუ კონფიდენციალობა დაცული იქნება. პროექტის გუნდი იტოვებს უფლებას, ავტორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მცირედი რედაქციული ცვლილებები შეიტანოს გამოგზავნილ ამბებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

 


ყველა ახალი ამბავი
0