როსტურიზმი: საქართველოში ტურისტებს იაფი სასტუმროები მიიზიდავენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსვეტიცხოველი მცხეთაში
სვეტიცხოველი მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ სუბსიდირების გზით ავიაბილეთების გაიაფების მცდელობები და ოტელების მხრივ რაღაც განსაკუთრებული წინადადებები უნდა განახორციელოს, რაც, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადის გაზრდაზე დადებითად აისახება, ასეთია რომან სკორის რეკომენდაციები.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველო ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდება, თუ სასტუმროები სერვისის ფასებს შეამცირებენ, განაცხადა ტურიზმის რუსეთის ფედერალური სააგენტოს (როსტურიზმის) ხელმძღვანელის მოადგილემ რომან სკორიმ.

ქვეყანაში ნებისმიერ მომხმარებელზე ორიენტირებული სასტუმროები უნდა იყოს, როგორც ლუქსის კლასის ოტელები, ასევე ჰოსტელები ტურისტებისთვის, რომლებიც ბიუჯეტურ დასვენებას ირჩევენ. თუმცა, სკორის სიტყვებით, ძირითადი ტურისტული ნაკადი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სამვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდებიან.

გიორგი კვრიკაშვილი პროექტ უმასპინძლე საქართველოში პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო
"უმასპინძლე საქართველოში" - მთავრობის ახალი პროექტი

„ყურადღება, რა თქმა უნდა, ძირითად ნაკადს უნდა მიექცეს. ძირითადი ფასი, რომელიც მიწოდებას განსაზღვრავს, ეს ტრანსპორტი და სასტუმროა. თუ ტრანსპორტისა და სასტუმროს ფასი მაკმაყოფილებს, მე თქვენ ქვეყანას ვესტუმრები“, – თქვა როსტურიზმის წარმომადგენელმა.

ამის გარდა, სკორის აზრით, ქვეყნის მიმზიდველობაში დიდ როლს ასრულებს როგორც სასტუმროების ბიზნესი, ასევე გადამზიდავების მომსახურება. 

„ამ მხრივ ქვეყნის მიმზიდველობის ფორმირებაში დიდია გადამზიდავისა და სასტუმროების ბიზნესის როლი. ამიტომ, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, ასე უნდა განისაზღვროს: თუ ოთხვარსკვლავიანი სერვისია, ფასი სამიანის ან სამნახევრიანის უნდა იყოს. ეს, მე ვფიქრობ, წარმატების საწინდარია“, – განაცხადა როსტურიზმის წარმომადგენელმა.

2015 წელს საქართველოს 925 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია და მომავალში მათი რიცხვი აუცილებლად გაიზრდება, მიაჩნია რომან სკორის.

თბილისი - Sputnik საქართველო
როსტურიზმი:საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთის მოქალაქეებისათვის

„ტურისტთა რიცხვი იმ პირობების პროპორციულად გაიზრდება, რომლებსაც ქართული მხარე შექმნის. ტურისტი ყოველთვის თვლის, რომ ფასი ცოტათი გაბერილია, ყოველთვის უფრო შედარებით იაფი სურთ. თუ საქართველო შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს და სუბსიდირების გზით ავიაბილეთების გაიაფების მცდელობებს და ოტელების მხრივ რაღაც განსაკუთრებულ წინადადებებს განახორციელებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ფასების შემცირება ტურისტული ნაკადის გაზრდაზე დადებითად აისახება“, – დასძინა სკორიმ.

თებერვალში (როსტურიზმის) ხელმძღვანელის მოადგილე რუსეთიდან ტუროპერატორთა და ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვია. 30-კაციანმა რუსულმა დელეგაციამ თბილისში, კახეთში, მცხეთასა და გუდაურში (მცხეთა–მთიანეთი) ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

ყველა ახალი ამბავი
0