თბილისი, 2 მარტი – Sputnik. პროექტ „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სასტუმროების მშენებლობას დააფინანსებს, განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე.
ამასთან ერთად, ხელისუფლება იმ ბიზნესმენებს გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.
„ეს პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას", — პრემიერის სიტყვებს მთავრობის პრესსამსახური ციტირებს.
მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ განვითარდეს როგორც საზაფხულო, ისე ზამტღის კურორტები.
წლის დასაწყისიდან საქართველო 683,5 ათასმა უცხოელმა მოინახულა, რაც 2015 წლის იანვარ-თბერვლის მონაცემზე 13,8%-ით მეტია.