ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს ერთად დაკრძალავენ

© Flickr / Makiwo Chewნინოწმინდის ტაძარი
ნინოწმინდის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის გუშინ სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ადიგენში სასაფლაო გაიხსნება, სადაც ქრისტიანებსა და მუსლიმებს საერთო სასაფლაოზე, მხოლოდ ერთმანეთის მოშორებით დაკრძალავენ.

ორშაბათს ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩხუბი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად რელიგიურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილება იქცა, რომლის თანახმადაც, მუსლიმებს სასაფლაოსთვის ახალი ტერიტორია გამოეყოფათ. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი შსს-ს ადიგენში მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

„შუაში გამყოფი ხაზი იქნება, რომელიც მუსლიმანთა და ქრისტიანთა საფლავებს გააცალკევებს. ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. სასაფლაოს სხვადასხვა მხრიდან ცალკე შესასვლელები ექნება. რელიგია ამის უფლებას იძლევა“, — განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

შესაბამისი გადაწყვეტილება მუსლიმური და ქრისტიანული თემების წარმომადგენელთა შეკრებაზე მიიღეს.

საქართველოს შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) აღძრა.

ყველა ახალი ამბავი
0