ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

გამოწერა
ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები. დაკავებულთა თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

დაპირისპირების მიზეზად რელიგიურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილება იქცა, რომლის თანახმადაც, მუსლიმებს სასაფლაოსთვის ახალი ტერიტორია გამოეყოფათ. 

ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულთა თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

"აღშფოთებული ვართ სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტით… მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, მოახდინონ დროული რეაგირება, დაკმაკოფილდეს მუსლიმი თემის სამართლებრივი მოთხოვნა. მყისიერად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა დამნაშავე“, — დაწერა ნაკაიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ნაკაიძის თქმით, ადგილობრივმა მუსლიმებმა მას შეატყობინეს, რომ ადიგენის რაიონის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თანმხლებმა პირებმა სამი მუსლიმი მოქალაქე სცემეს.

ნაკაიძე აღნიშნავს, რომ „ისლამური სწავლებით, მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება“.

ყველა ახალი ამბავი
0