სახალხო დამცველი შსს-ს ადიგენში მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები, დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორშაბათს ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის მიზეზად რელიგიურ საკითხთა საბჭოს მიერ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ახალი ტერიტორიის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება იქცა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულთა თაობაზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისლამის მიმდევარი - Sputnik საქართველო
იან კელი: რელიგიური კონფლიქტები საქართველოს ვნებს

„სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფაქტის გამოძიება მაქსიმალურად მოკლე პრიოდში უნდა დასრულდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია არა მარტო გამოძიება, არამედ ძალადობის ესკალაციის პრევენცია“, — განაცხადა ნანუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ადიგენში ადრეც მომხდარა მსგავსი ფაქტები, რაზეც ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, აღნიშნა სახალხო დამცველმა.

საქართველოს შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.


ყველა ახალი ამბავი
0