იან კელი: რელიგიური კონფლიქტები საქართველოს ვნებს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvidისლამის მიმდევარი
ისლამის მიმდევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ადიგენში მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს, — განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ადიგენის ინციდენტთან დაკავშირებით.

ორშაბათს ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩხუბი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად რელიგიურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილება იქცა, რომლის თანახმადაც, მუსლიმებს სასაფლაოსთვის ახალი ტერიტორია გამოეყოფათ.

„დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში ასეთი ინციდენტები არ უნდა არსებობდეს. ეს სასურველი არ არის დემოკრატიის განვითარებისთვის და ვნებს როგორც მთავრობას, ისე საზოგადოებას“, — განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მარნეული - Sputnik საქართველო
ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

ადიგენის ინციდენტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ, რომელმაც ფაქტის დაუყოვნებელი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულთა თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0