„იმედია, აქ ყველაფერი გამომივა...“

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeზოე პერეტი
ზოე პერეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ყოფილხართ ბარში სახელწოდებით „ზოესთან“? თუ არა — გილოცავთ, წინ დიდი სიამოვნება გელით! შუა ლესელიძეზე, ნაღდ თბილისურ სარდაფში, წმინდა ქართულ გარემოში ევროპული განწყობა სუფევს…  დამეთანხმებით, საოცარი შეხამებაა… გარდა უგემრიელესი კერძებისა,  სტუმრებს აქ გემოვნებით შედგენილ მუსიკალურ საღამოებსაც  სთავაზობენ, მათ შორის — ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს. 

სულ ახლახანს აქ გოგონათა ანსამბლ „იალონის“ კონცერტი ჩატარდა. პატარა დარბაზმა მსურველები ვერ დაიტია და ახალგაზრდები ვოკალისტებს  ქუჩიდან უსმენდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ანსამბლის ერთ-ერთი წევრი თავად ბარის მეპატრონე გახლავთ — ფრანგი გოგონა მონპელიედან, ზოე პერეტი,რომელიც  უკვე თითქმის 10 წელია საქართველოში ცხოვრობს.

 ზოე პერეტი:  

— საქართველოში 2006 წელს ჩამოვედი. მას შემდეგ აქ ვარ. ვსწავლობდი პარიზში, სორბონას უნივერსიტეტის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე ეთნიკური მუსიკის განხრით. ერთხელაც პარიზში ძალიან წარმომადგენლობითი სამხრეთ კავკასიის კულტურის ფესტივალი ჩატარდა. იგი სამ თვეს გაგრძელდა და მე,  ჩემი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, იქ ვოლონტიორად ვიმუშავე. ისე მოხდა, რომ ქართული დელეგაციის წევრებს განსაკუთრებით დავუახლოვდი. გავიცანი მეტად საინტერესო ადამიანები, მათ შორის პოეტი შოთა იათაშვილი და ესეისტი მალხაზ ხარბედია. მათი დამსახურებაცაა, რომ გამიჩნდა საქართველოში ჩამოსვლის და აქაური კულტურის  ღრმად გაცნობის სურვილი.

© Sputnik/ Natia Tsirekidze ზოე პერეტი
ზოე პერეტი - Sputnik საქართველო
ზოე პერეტი

თავიდან ევროკავშირის პროგრამით ჩამოვედი. ერთი წელი ევროპელ ვოლონტიორთა ასოციაციის მისიაში ვიმუშავე. გამიმართლა — დამიფინანსეს ბინის ქირა, კვება, მქონდა ნორმალური ანაზღაურება, გარკვეული შეღავათებიც. მას შემდეგ ბევრი სამსახური გამოვიცვალე. სამი წელი წითელ ჯვარში ვიმუშავე, ციხეებში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფში. შემდეგ ფრანგულის მასწავლებელიც ვიყავი საერთაშორისო სკოლაში. უნდა ვთქვა, რომ ანაზღაურება ყველგან კარგი მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ქართული ფოლკლორული მუსიკის შესწავლა იყო. ამისთვის კი საჭირო გახდა რაიმე საკუთარი ბიზნესის წამოწყება, რათა მქონოდა შემოსავალი და მეტი თავისუფალი დრო საყვარელი საქმისთვის. ასე დაიბადა კაფე-ბარის იდეა.

სვენ ვოგი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ნორვეგიელი, რომელიც უცხოელებს თბილისში ქართულ სიმღერებს ასწავლის

რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად გარკვეული თანხა დამიგროვდა, შემეძლო უფრო თამამად შევდგომოდი საქმეს. პირველ რიგში ქირაზე ვთქვი უარი. მითუმეტეს, რომ ბინის მესაკუთრეებთან ურთიერთობა მაინც და მაინც კარგად არ მახსენდება — ზედმეტად ფამილარული და უცერემონიო დამოკიდებულება ჩემთვის გამაღიზიანებელია. თუმცა, როგორც დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, ის რაც მაღიზიანებდა ხოლმე, იგივე მხიბლავდა კიდეც ურთიერთობებში. ასახსნელად ძნელია, მაგრამ ასე იყო… მიკლედ, ვიყიდე ერთი პატარა ბინა სოლოლაკში და ჩემი გემოვნებით მოვაწყე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვსწავლობდი ქართულს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ გინდა სრულად გაითავისო გარემო, სადაც ცხოვრობ, იქაური ენის ფლობა აუცილებელია. თავიდან, პედაგოგიც ავიყვანე, მაგრამ მაინც და მაინც კმაყოფილი არ ვიყავი. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული, ფაქტიურად, ჩემით ვისწავლე. გაგეცინებათ და ამაში განსაკუთრებით რემონტი და მისი თანმხლები სირთულეები დამეხმარა. თუმცა აქ ჩამოსვლიდან ორი წლის თავზე უკვე საკმაოდ გამართულად ვლაპარაკობდი.

© Sputnik/ Natia Tsirekidze ზოე პერეტი თბილისის ქუჩებში
ზოე პერეტი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ზოე პერეტი თბილისის ქუჩებში

ბარის რემონტი ცალკე მოსაყოლი თემაა. ახლა კი სიცილით ვიხსენებ, მაგრამ მაშინ ეს სრული საშინელება იყო. თავიდან სამმა დავიწყეთ ამ იდეის ხორცშესხმა, ძალიან მალე კი პრობლემების წინაშე მარტოდ დავრჩი. ჩემი საწყალი „ფოლკსვაგენ გოლფი“ იმ რემონტს „შეეწირა“. მახსოვს, ერთხელ ე.წ. „ბალგარკის“ ქვების საყიდლად შვიდჯერ დამჭირდა ელიავაზე მისვლა… ცემენტი, მეტლახი — ყველაფერი  მე თვითონ დამქონდა. შემდეგ ავიყვანე მენეჯერი და პრობლემაც მნიშვნელოვნად შემიმსუბუქდა… უმთავრესი, რა თქმა უნდა, ბარის კონცეფციის შემუშავება იყო. მე არ მივდევდი დიდ მოგებას. მეტიც, ბარი „ზოესთან“ ერთ-ერთი პირველია თბილისში, სადაც  მოწევა

მილა ხოდოლა - Sputnik საქართველო
საქართველო - აქ ჩემი მომავალია
აკრძალულია (ამის გამო თავადაც დავანებე თავი სიგარეტს)…  ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი ბარი საერთოდ იმუშავებდა და პირველივე დღეს არ „ჩაკვდებოდა“… მე კი ვცდილობდი, მშვიდი, სასიამოვნო, კომფორტული გარემო შემექმნა, ადგილი, სადაც ახალგაზრდობა სიხარულით ივლიდა და თან მუსიკალურ ხელოვნებას ეზიარებოდა… მგონი ცუდი არ  გამოგვივიდა… ჩვენთან ხშირად იმართება თემატური საღამოები, ახლახანს ჩატარებულმა „იალონის“ კონცერტმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…

© Sputnik/ Natia Tsirekidze ზოე პერეტი ბარში
ზოე პერეტი ბარში - Sputnik საქართველო
ზოე პერეტი ბარში

„იალონის“ ჯგუფს და მის ხელმძღვანელს ადრეც ვიცნობდი, მაგრამ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ სცენაზე მათთან ერთად აღმოვჩნდებოდი. ახლა, როცა განვლილ გზას გადავხედავ ხოლმე, ან მომავალზე დავფიქრდები, ვაცნობიერებ, რომ არც ბინა (თუმცა სოლოლაკი ძალიან მიყვარს) და არც ჩემი ბიზნესი არ არის ის, რაც  თბილისში მაჩერებს. მე, პირველ რიგში, ჩემი პროფესია მიყვარს, ბარი და ბინა კი საშუალებას მაძლევს, მეტი დრო დავუთმო სწორედ უმთავრესს. მომავალში ქართულ ფოლკლორზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც ვაპირებ. ვნახოთ, იმედია, აქ ყველაფერი გამომივა…


ყველა ახალი ამბავი
0