საქართველო - აქ ჩემი მომავალია

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеმილა ხოდოლა
მილა ხოდოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ სიცოცხლის ხალისზე და "ყოფიერების სიმსუბუქეზე", თბილისურ ბაზრებსა და ავტომანქანის მართვის მანერაზე Sputnik-ის პროექტში "საქართველო უცხოელის თვალით" ვარშაველი სტუდენტი გვიამბობს.

ამბობს, რომ იმდენად მოხიბლულია საქართველოთი, რომ სხვაგან ცხოვრება უკვე ვეღარც კი წარმოუდგენია… 23 წლის პოლონელი სტუდენტის მილა ხოდოლას აზრით, საქართველოში გაცილებით უფრო გახსნილი და თავისუფალი ხალხია, ვიდრე ევროპაში.
ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, სასწავლო კურსში კი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ისტორიაც შედის.  ჩემი ერთ-ერთი ლექტორი — პროფესორი საქართველოდან იყო და მისი ლექციების წყალობით,   საქართველოს ისტორიითა  და  კულტურით დავინტერესდი… დავიწყე საქართველოს შესახებ წიგნების კითხვა და, რაც მთავარია, ქართული ენის შესწავლა.  პოლონელებისთვის საქართველო მხოლოდ ტურისტული ქვეყანა როდია —  ამ ქვეყნის  კულტურა ჩვენთან ძალიან ფართოდაა წარმოდგენილი,  მრავლად არის ქართული ენის ცენტრები და კულტურის სახლები. აღარაფერს ვამბობ ქართულ რესტორნებზე, რომლებსაც პოლონეთის ნებისმიერ ქალაქში შეხვდებით. ასე რომ, ჩამოსვლამდე გარკვეული  წინასწარი ინფორმაცია და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უკვე მქონდა.

© SPUTNIK/ НАТИЯ ЦИРЕКИДЗЕმილა ხოდოლა
მილა ხოდოლა - Sputnik საქართველო
მილა ხოდოლა

    სწავლის პროცესში საქართველომ იმდენად გამიტაცა, რომ გადავწყიტე,  აქ ჩამოვსულიყავი. მითუმეტეს, რომ ვარშავისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის მოქმედებს გაცვლითი პროგრამები. ოცნება ამისრულდა დასაქართველოში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. ჩემთან ერთად ჯგუფში ექვსი ლიტველი გოგონა სწავლობს და ყველანი ერთად  თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთ ჰოსტელში ვცხოვრობთ. იგი არც ისე შორსაა უნივერსიტეტიდან და ამიტომ ვცდილობ, ფეხით ვიარო. ამან საშუალება მომცა, უფრო  კარგად შემეგრძნო  აქაური გარემო და ხალხი…
    პირველი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც  უნივერსიტეტში სასიამოვნოდ გამაოცა, იყო ძალიან თბილი და მეგობრული განწყობა პედაგოგების მხრიდან. გვაქვს ძალიან საინტერესო საკურსო პროგრამა  და რაც მთავარია, სასწავლო პროცესში ყველანი აქტიურად ვართ  ჩართულები. ვარშავის უნივერსიტეტისაგან განსხვავებით, აქ დროდადრო შესაძლებელია, ლექტორს სთხოვო    ლექციის თემის  შეცვლა, თუ რაიმე კონკრეტულ საკითხში უფრო ღრმად გინდა გაერკვე. გარდა ამისა,  ვესწრები  გაერთიანებულ ლექციებს ადგილბრივ სტუდენტებთან ერთად, სადაც ლექტორები კურსს ქართულ ენაზე კითხულობენ. დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობ ქართულ ენას და ვცდილობ, ძირითადათ,  ქართულად ვისაუბრო, თუმცა, სამწუხაროდ, საუბრისას მაინც ყველა უცებ ხვდება, რომ უცხოელი ვარ.
    პოლონელებთან შედარებით, აქაურები ურთიეთობებში ბევრად თავისუფლები არიან.  გამორიცხულია, კაფეში ან ბარში ვინმე არ გამოგელაპარაკოს. როგორც კი იგებენ, რომ უცხოელი ხარ, მაშინვე გიწყებენ ქართულ კულტურაზე და საქართველოს ისტორიაზე ამაყად ლაპარაკს, და ეს, ხშირ შემთხვევაში,ძალიან საინტერესო მოსასმენია. არაერთხელ მომიწია სახვადასხვა ისტორიული ეპიზოდების მოსმენა, რომელთა შესახებაც  უკვე  თავადაც კარგად ვიცოდი (მაგრამ მაინც ინტერესით ვისმენ ხოლმე)…

© SPUTNIK/ НАТИЯ ЦИРЕКИДЗЕმილა ხოდოლა
მილა ხოდოლა - Sputnik საქართველო
მილა ხოდოლა

     თბილისში, კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლია ბარში, კლუბში წასვლა და დროის გატარება. ჩვენთან, პოლონეთში, ყველა ჩაციკლულია იმაზე, თუ  როგორ უნდა ადგნენ ხვალ დილით  ადრე და სამსახურში წავიდნენ… თავისთავად, ეს ალბათ, ცუდი არ არის, მაგრამ  როდესაც  იდეაფიქსში და ნერვულ სტრესში გადადის,, ჩემი აზრით, კარგი არ უნდა იყოს… ამ მხრივ ქართველები უფრო ლაღად და მარტივად  უყურებენ ცხოვრებას. ალბათ, ამის გამოა, რომ ურთიერთობებშიც  ასეთი  გახსნილები  და გილწრფელები არიან…

სოფი პოტიე - Sputnik საქართველო
სიყვარულით - თბილისიდან

    ცალკე თემაა — ქართული ბაზრები… ბევრ ჩემ ქართველ მეგობარს ძალიან უკვრის, როდესაც პროდუქტების საყიდლად ბაზარში დავდივარ და არა რომელიმე სუპერმარკეტში სახლთან ახლოს. ბაზარიც ხომ თბილისური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! თანაც,  იქ შესაძლებლობა მაქვს, ხალხი უფრო ახლოს გავიცნო და, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართულად ვისაუბრო. სანამ რაიმეს ვიყიდი,  აუცილებლად ვსინჯავ ხოლმე. ეს მომენტი  განსაკუთრებით მომწონს (ჯერ კიდევ პოლონეთში, ჩემმა ქართველმა მეგობარმა მასწავლა).  ბაზრიდან სახლში ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვბრუნდები.
ტრანსპირტი ვახსენე და არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ეს სფერო ისაა,  რაც თბილისში ძალიან არ მომწონს. რაღაც ქაოსის განცდა მეუფლება: არავინ გითმობს გზას გადასასვლელზე (ზებრაზე), „მწვანეზე“ გადასვლისას სულ აქეთ-იქით უნდა იყურო, რადგან დიდი ალბათობით, რომელიმე მძღოლი აუცილებლად მოინდომებს ხოლმე  „წითელზე“ გავლას.  პოლონეთში მძღოლმა იცის, რომ „ზებრაზე“ გზა უნდა დაგითმოს, „წითელზე“ გაჩერდეს და გაუთავებლად, უმიზეზოდ არ აწივლოს საყვირი, როგორც ეს თბილისშია მიღებული… თუმცა, პარადოქსულია, რომ  იქ საგზაო წესებს თითქოს,  ზედმიწევნით იცავენ,  ავარიები კი გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე საქართველოში.

© SPUTNIK/ НАТИЯ ЦИРЕКИДЗЕმილა ხოდოლა
მილა ხოდოლა - Sputnik საქართველო
მილა ხოდოლა

    გული მწყდება, რომ გაცვლითი პროგრამის კურსი მალე დასრულდება  და თბილისის დატოვება მომიწევს. პოლონეთში სადიპლომო უნდა დავწერო. სწავლის დამთავრების შემდეგ, მინდა თბილისში დავბრუნდე და ან  მუშაობის დავიწყო (მაგალითად, სტაჟიორად, პოლონეთის საელჩოში), ან სწავლა გავაგრძელო თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში. უკმარისობის გრზნობა მაქვს — დარწმუნებული ვარ, რომ  კიდევ ბევრი საინტერესო რამ არ ვიცი საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ… ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია — ჩემს მომავალს საქართველოში ვხედავ.

ყველა ახალი ამბავი
0