ალექსი პეტრიაშვილს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

გამოწერა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამედიცინო დაწესებულებაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც პარასკევს უცნობმა პირებმა მასზე თავდასხმა განახორციელეს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც უცნობმა პირებმა ცეცხლსასრული იარაღით დაჭრეს, მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, იუწყება ქართული მედია პეტრიაშვილის მეუღლეზე, ჟურნალისტ ეკა მიშველაძეზე დაყრდნობით. 

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
შსს: ყოფილ მინისტრზე თავდასხმა გამოძიებული იქნება

ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა. იგი უცნობმა პირებმა ცეცხსასროლი იაღაღით დაჭრეს. პეტრიაშვილს საავადმყოფოში მიყვანისთანავე პირველი ოპერაცია ჩაუტარდა.

„ექიმები მეორე ოპერაციას აკეთებენ, ამბობენ რომ ტყვიამ (რომელიც პირველი ოპერაციის შემდეგ დატოვეს — რედ.) კუჭ-ნაწლავი დააზიანა“, — დაწერა ეკა მიშველაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე ევროინტეგრაციის ექსმინისტრი დაჭრეს

პეტრიაშვილის თანაპარტიელები, ისევე როგორც ექსმინისტრის მეუღლე ეკა მიშველაძე მომხდარ ფაქტს „მკვლელობის მცდელობას“ უწოდებენ, რომლებიც შსს-ს საქმის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით გამოძიებას თხოვენ. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კახა საკანდელიძემ აღნიშნა, იმ დროს, როდესაც პეტრიაშვილს ორი უცნობი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა, მის გვერდით იმყოფებოდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0