თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე ევროინტეგრაციის ექსმინისტრი დაჭრეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსი პეტრიაშვილი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს ორივე კიდური აქვს დაზიანებული.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისში ალექსი პეტრიაშვილი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს ორივე კიდური აქვს დაზიანებული. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იუწყება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც, გამოძიების წინასწარი ვერსიით, ალექსი პეტრიაშვილი სამ მეგობართან ერთად ყოფილი დიპლომატის — ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა.

როგორც შსს აღნიშნავს, მომხდარის შესახებ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აცნობა. უწყება მიმართავს თვითმხილველებს, რომ დანაშაულის დროულად გახსნის მიზნით, მათ გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტრიაშვილს სამი ტყვია ესროლეს. პარტიაში „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ეს პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე განხორცილებული თავდასხმა იყო. ისინი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0