თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმის გამოსაძიებლად ყველა რესურსის მობილიზება მოახდინა, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა. ამჟამად პეტრიაშვილი საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი ჩვენი ძალების მივმართე სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაუხსნელი არ დარჩება ეს საქმე და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემა,“-განაცხადა მღებრიშვილმა.
ამჟამად ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. ის 2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.