ალასანია დარწმუნებულია,რომ მის თანაგუნდელს ფარულად უთვალთვალებდნენ

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალასანიამ მის თანაგუნდელზე თავდასხმის მოტივებთან დაკავშირებით ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გამოძიება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წარიმართოს...

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“-ს ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის გენერალურ მდივანზე, ევროინტეგრაციის  ყოფილ სახელმწიფო მინისტრზე თავდასხმას „მკვლელობის მცდელობა“ უწოდა, რომელიც ამტკიცებს ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის დაუცველობას.

თბილისის სასაფლაოს ტერიტორიაზე პარასკევს შუადღეს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს უცნობმა პირებმა ესროლეს. ქვედა კიდურების ცეცხლნასროლი ჭრილობებით და თავისა და ზურგის ტრავმებით პეტრიაშვილი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველმა ქალმა მოუთხრო ჟურნალისტებს, რომ დაინახა,  რომ ახალგაზრდა მამაკაცი კაპიშონით  დიდი ჯოხით ვიღაცას სცემდა, მაგრამ გასროლის ხმა არ გაუგია.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ყოფილ მინისტრზე თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს

„როდესაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანზე თავდასხმა ხორციელდება და ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით — თავისი მეგობრის საფლავზე მისულს ცეცხლნასროლ ჭრილობებს აყენებენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მე წინასწარ შეფასებას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ იმედი მაქვს, რომ გამოძიებას ესმის, რამდენად სერიოზულად დგას საკითხი“, — განაცხადა ჟურნალისტებთან პარასკევს ალასანიამ.

პოლიტიკოსმა მომხდარს „მკვლელობის მცდელობა“ უწოდა და დაამატა, რომ „ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დარღვეულია“.

პარტიის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ „ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია კრიტიკულ მდგომარეობაშია, და ეს სახელმწიფოს ქმედებების შედეგია“.

„ეს მძიმე ფაქტია, მოცემულ შემთხვევაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩემთვის მოტივი არ არის ცნობილი, მე ეს არც მჭირდება. ფაქტი იმაშია, რომ დღისით მზისით ოპოზიციური პარტიის ლიდერს თავს დაესხნენ, და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ყველანი აღშფოთებულები ვიყოთ“.-თქვა მან.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატები ყოფილი მინისტრის დაჭრის ფაქტის სწრაფად გამოძიების მოწოდებით გამოდიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია თვლის,რომ მიზეზი შეიძლება  პირადი დაპირისპირება ყოფილიყო. საქართველოში ცნობილი ჟურნალისტი, პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ არ იცის, რა მოტივით შეიძლება მომხდარიყო თავდასხმა. ის სამართალდამცავებთან აპირებს თანამშრომლობას. მასმედიის მონაცემებით, საქართველოს შსს მოცემულ საქმეზე პარასკევს საღამოს დაკითხავს მას. იმის მერე, რაც 2014 წლის ბოლოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათი თანაპარტიელი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნა, პეტრიაშვილმა და ფანჯიკიძემ თითქმის ერთდროულად დატოვეს მინისტრის პოსტები.

ყველა ახალი ამბავი
0