საქართველოს პრემიერი ყოფილ მინისტრზე თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველი ორგანოები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ, რომ დამნაშავე დააკავონ და ის დამსახურებულად დაისაჯოს, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპოზიციონერ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოძიება დაავალა, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატები ყოფილი მინისტრის დაჭრის ფაქტის სწრაფად გამოძიების მოწოდებით გამოდიან

ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა, იუწყება საქართველოს შსს.

„მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა. მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება”, — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ამჟამად ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანია. ის 2012-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი
0