თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო „Sputnik არაბიკმა“ შეძლო ექსკლუზიური კადრების მოპოვება ქიმიური იარაღის საწყობებიდან, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ქვეყნის უშიშროების ძალებსა და მოსახლეობაზე ტერორისტული შეტევებისას იყენებდა.
ერაყის ანბარის პროვინციის სახალხო მოლაშქრეთა მებრძოლებმა ქალაქ ერ-რამადის დასავლეთით, სამრეწველო რაიონში, რომელსაც ადრე „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა, ქიმიური იარაღის ორი საწყობი აღმოაჩინეს.
ვიდეოზე სახალხო რაზმის ერთ-ერთი ოფიცერი მიუთითებს ადამიანისთვის საშიში ნივთიერებით სავსე კანისტრაზე მიუთითებს და მის შიგთავსსა და ბოევიკების მიერ ტერორისტული შეტევების დროს მისი გამოყენების ხერხზე საუბრობს. კადრში უამრავი კანისტრა ჩანს, სადაც ადამიანის სხეულისა და ლითონის გამანადგურებელი — კოროზიის გამომწვევი ნივთიერება — ვინილტრიქლორსილანი (გაეროს კლასიფიკაცია: "Corrosive" UN 1305) ინახება.
ეს ნივთიერება კანზე მოხვედრისას სხეულის უძლიერეს დამწვრობას იწვევს, ხოლო ფრქვევისას ადამიანის სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს.
„ამ ქიმიურ ნივთიერებას „ისლამური სახელმწიფო“ იყენებს. ამით „ტენიან“ თავის ნაღმებსა და რაკეტებს და მშვიდობიან მოქალაქეებსა და უშიშროების ძალებს ესვრიან. მასთან კონტაქტიც რომ არ გქონდეს, ფრქვევისას ადამიანს გუდავს“, — განმარტავს ოფიცერი ვიდეოზე.
ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო მოლაშქრეთა მისვლამდე რამდენიმე კანისტრა უკვე გახსნილი და გამოყენებულია. დანარჩენი 40 ცალი კანისტრა დალუქეს.
მოლაშქრეებმა ორი ასეთი საწყობი აღმოაჩინეს.
„ანბარის პროვინციის სახალხო მოლაშქრეთა მეხუთე პოლკმა ამ ქიმიური ნივთიერებით სავსე „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მთელი საწყობი აღმოაჩინეს. ამ ტომრებშიც არის ეს ნივთიერება, მაგრამ მისი გახსნა და თქვენთვის ჩვენება არ შემიძლია, რადგანაც ნიღაბი და ხელთათმანები არა მაქვს… აი, რას იყენებს „ისლამური სახელმწიფო მშვიდობიან მოსახლეობას ადა უშიშროების ძალებზე შეტევისას“, — დასძინა ოფიცერმა.
ერაყის უშიშროების სტრუქტურაში ანონიმურმა წყარომ Sputnik-თან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მე-16 დივიზიამ ერთი საწყობიდან უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიტანა ქიმიური იარაღი. წყარომ აღნიშნა, რომ ჯარისკაცებს საწყობამდე მისასვლელი გზის განაღმვა მოუწიათ. საწყობის ირგვლივ ტერიტორია ევაკუირებულია გარშემორტყმულია მე-16 დივიზიის მიერ, შესვლა მკაცრად აკრძალულია, საწყობის შიგნით მძაფრი სუნი დგას.
2016 წლის 11 თებერვალს ერაყის სინჯარის გარეუბანში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ეს ნივთიერება ქურთთა შეიარაღებული რაზმებისა და იეზიდების მოლაშქრეთა წინააღმდეგ გამოიყენეს. ამის შედეგად 23 ადამიანი დაიხუთა და კანის დამწვრობა მიიღო. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.