თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ახლო აღმოსავლეთში ქიმიური იარაღის შექმნა და განთავსება შეძლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Independent-ზე და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯეიმს კლეპერის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის მონაცემებით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ სირიასა და ერაყში იპრიტი — ე. წ. მდოგვის გაზი გამოიყენა.
„ჩვენ ვარაუდით, რეგიონში არასამთავრობო ძალები… საომარი მოქმედებების დროს ქიმიურ საშუალებებს იყენებენ“, — განაცხადა კლეპერმა შეიარაღებული ძალების საკითხებში სენატის კომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ სირიაში აგვისტოს თვეში „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებების გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სულ მცირე ორი ადამიანი „მდოგვის გაზით“ მოიწამლა.
კლეპერმა დასძინა, რომ ტოკიოში 1995 წელს დაჯგუფება „აუმ სინრიკეს“ მიერ ზარინით (მეთილფტორფოსფონმჟავა იზოპროპილ ეთერი) შეტევის დროიდან ეს ქიმიური იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევაა, იუწყება Fox News.