კვირიკაშვილი: დეპუტატმა მთავრობას ჩირქი არ უნდა მოსცხოს

© Пресс-служба премьер-министра Грузииგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა თოფაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში საპარლამენტო არჩევნებისას მმართველი პარტია შეარცხვინა, როდესაც ხმების დათვლაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიმართ მმართველი კოალიციის დეპუტატის, გოგი თოფაძის ბრალდება მიუღებელია, — განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილი: ”ქართული ოცნება” არ იშლება

შეგახსენებთ: გასულ კვირაში გოგი თოფაძემ ბრალი დასდო მინისტრ თინა ხიდაშელს, რომ ამ უკანასკნელმა საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას ხმები გააყალბა და ამით მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შეარცხვინა.

„თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, — ციტირებს გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის პრესსამსახური.

პრემიერის თქმით, მთავრობამ არ უნდა იფიქროს მმართველი კოალიციის დაშლაზე, რაც სალაპარაკოს მისცემს „იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ“.

გოგი თოფაძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი: დეპუტატი თოფაძე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემაა

„მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთს, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ“, — დაამატა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანამდე კი „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა, რომლის თანაპარტიელიც გახლავთ თინა ხიდაშელი, განაცხადა, რომ თოფაძეს მოუწევს პასუხი აგოს თავდაცვის მინისტრის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე.

ყველა ახალი ამბავი
0