ხელისუფლებას უყურადღებო მშობლების დასჯა სურს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება აპირებს მისცეს უფლება ბავშვებს, ოჯახში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შევა მთელ რიგ კანონებში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება უყურადღებო მშობლებისათვის შვილების ჩამორთმევა. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ოჯახურ ძალადობად ბავშვების წინაშე ჩაითვლება არა მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, არამედ ბავშვის საჭიროებების იგნორირებაც. 

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი არ აკმაყოფილებენ ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საჭიროებებს, მათ შორის განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე, მათ გამოუწერენ შემაკავებელ ან დამცავ ორდერს.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს?

ორდერის შესრულებას თვალყურს მიადევნებს შსს-ს რაიონული წარმომადგენელი. აუცილებლობის შემთხვევაში ისვე გამოიძახებს სოციალურ მუშაკს. ბავშვის წამოყვანა ოჯახიდან შესაძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებით.  მაგრამ იმ შემთხვევებში, როცა ბავშვს ემუქრება საშიშროება, სოციალურ მუშაკს ექნება ამის გაკეთების საშუალება დაუყოვნებლივ. 

სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ექნება თავად ბავშვსაც, მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ან სამეურვეო საბჭოს. გარდა ამისა ბავშვის თანხმობით, ამის გაკეთების უფლება ექნება ორგანიზაციას ადამიანს, რომელიც ბავშვს სამედიცინო, იურიდიულ ან სხვა სახის დახმარებას გაუწევს. 

იმისათვის, რომ ბავშვები დაიცვან, მათ არ დაკითხავენ მშობლების ან პასუხისმგებელი პირების  თანდასწრებით, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ოჯახურ ძალადობაში. ხოლო სასამართლო განხილვის პერიოდში, ბავშვებს წამოიყვანენ ოჯახიდან. 

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა

თუკი მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას მიუსჯიან ან 7 დღით თავისუფლების აღკვეტას, ან გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულებას. 

თუკი ამის შემდეგაც არ იქნება შესრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოყენებული იქნება სისხლის სამართლებრივი დასჯა ჯარიმის ან საზოგადოებრივ-სასარგებლო სამუშაოს სახით. 

შესწორებები შედის კანონებში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა კანონებში. 


ყველა ახალი ამბავი
0