საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლიდან ოჯახურ ძალადობაზე სასჯელი გამკაცრდა. გასულ წელს ძლადობის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ საქმეების 37,9% გახსნილია.

თბილისი, 15 თბერვალი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის იანვრის თვეში ოჯახური ძალადობის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 62,26%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველო ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანა გახდა

უწყების მიერ გავრცელებული მონაცემებით, 172 დანაშაულიდან 65 შემთხვევა გახსნილია, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გახსნილი საქმეების 37,9%-ს შეადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „ოჯახური ძალადობის“ მუხლი 2012 წლის ივნისში გაჩნდა. 2014 წელს პარლამენტმა ძალადობის ფაქტების მატების საფუძველზე, ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო, ხოლო 2015 წელს ამ კანონის საფუძველზე სსკ-ში შესწორებები შევიდა, რომლის საფუძველზეც მსგავსი ქმედებების დასჯის ზომები გამკაცრდა.

ყველა ახალი ამბავი
0