თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ХХ საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი პოეტის ოსიპ მანდელშტამის ხსოვნის საღამო თბილისში 20 თებერვალს გაიამართება, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“.
გამოჩენილი პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელისა და კრიტიკოსის მანდელშტამის დაბადებიდან 125 წლისთავზე პოეტს ქართველი ფილოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები გაიხსენებენ.
მანდელშტამის ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს უკავშირდება. ქართველებისა და საქართველოსადმი სიყვარულითაა გაჟღნთილი მისი ცნობილი ლექსი „მესიზმრება კუზიანი თბილისი“.
როგორც „რუსკი კლუბის“ პიარ-მენეჯერმა ნინო წითლანაძემ Sputnik-ს განუცხადა, პროექტი წარმოადგენს, რომლის პრემიერაც თეატრის სცენაზე 20 თებერვალს გაიმართება.
დადგმაში გრიბოედოვის თეატრისა და თბილისის სომხური თეატრის მსახიობები მონაწილეობენ, რომლის რეჟისორიც ლევონ უზუნიანია, სწორედ მას ეკუთვნის დადგმა. სპექტაკლს მუსიკალურად თენგიზ ჯაიანი გააფორმებს.
„რუსკი კლუბი“ ოსიპ მანდელშტამის დაბადების 125 წლისთავთან დაკავშირებით, სერიიდან „რუსები საქართველოში“ წიგნის გამოცემას გეგმავს, რომლის სახელწოდებაც იქნება „"Над Курою в ущелье балконном".
საღამო 19:00 საათზე დაიწყება, პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა მხარდამჭერი ცენტრი.
გამოჩენილი რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი 1891 წლის 15 იანვარს ვარშავაში დაიბადა, პოეტის ოჯახი მოგვიანებით პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. მისი პირველი ლიტერატურული დებიუტი ჟურნალ „აპოლონში“ 1910 წელს შედგა.
მანდელშტამი გატაცებული იყო ფილოსოფიით, ისტორიით, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, დიდ დროს უთმობდა მთარგმნელობით საქმიანობას.
1933 წლის შემოდგომაზე მანდელშტამმა სტალინის წინააღმდეგ ეპიგრამა დაწერა, რის გამოც 1934 წლის მაისში დააპატიმრეს და ჩრდილოეთ ურალში გადაასახლეს. 1938 წელს პოეტი კვლავ დააპატიმრეს და მას კონტრრევოლუციური მოღვაწეობისათვის ხუთი წლით გადასახლება გამოუტანეს განაჩენად.
ოსიპ მანდელშტამი 1938 წლის 27 დეკემბერს გადასახლებაში გარდაიცვალა. მისი სახელის წარმოთქმა საბჭოთა კავშირში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იკრძალებოდა. პოეტის მეუღლემ და მეგობრებმა საზოგადოებას მანდელშტამის ლექსები და ჩანაწერები შემოუნახეს, რომელთა გამოქვეყნებაც 1960-იან წლებში გახდა შესაძლებელი.