გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში ოსიპ მანდელშტამის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლის რეპეტიცია გაიმართა.
„მესიზმრება კუზიანი თბილისი“ — ასე ჰქვია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კუბისა“ და თბილისის მერიის ერთობლივ პროექტს, რომელიც ოსიპ მანდელშტამის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.
როგორც „რუსკი კლუბის“ პიარ-მენეჯერმა ნინო წითლანაძემ Sputnik-ს განუცხადა, პროექტი მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენს, რომლის პრემიერაც თეატრის სცენაზე 20 თებერვალს გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობას გრიბოედოვის თეატრისა და თბილისის სომხური თეატრის მსახიობები მონაწილეობენ, რომლის რეჟისორიც ლევონ უზუნიანია, სწორედ მას ეკუთვნის დადგმა. სპექტაკლს მუსიკალურად თენგიზ ჯაიანი გააფორმებს.
„რუსკი კლუბი“ ოსიპ მანდელშტამის დაბადების 125 წლისთავთან დაკავშირებით, სერიიდან „რუსები საქართველოში“ წიგნის გამოცემას გეგმავს, რომლის სახელწოდებაც იქნება „"Над Курою в ущелье балконном".