ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები მოუხსნა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქცია მოსკოვში
საპროტესტო აქცია მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქციები მოუხსნეს ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, და სამ ბელორუსულ კომპანიას, მაგრამ ევროკავშირმა მოქმედებაში დატოვა იარაღის ემბარგო და სანქციები 4 ადამიანის მიმართ.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბელორუსისაგან სანქციების ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, იტყობინება Sputnik ბელორუსი ევროპის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

სანქციები მოუხსნეს ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, და სამ ბელორუსულ კომპანიას, მაგრამ ევროკავშირმა მოქმედებაში დატოვა იარაღის ემბარგო და სანქციები 4 ადამიანის მიმართ, რომელზეც ევროკავშირს ეჭვი აქვს, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან 1999-2000 წლებში პოლიტიკოსების გაუჩინარებასთან. 

„სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება — ევროკავშირის კეთილ ნებას ელოდება. ბელორუსებს ყველაფერი არ უპატიებიათ, მაგრამ მეგობრობის ხელი გამოიწოდეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ანდრეი მამიკინმა, ბელორუსიაში ევროპარლამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ. 

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო რუსეთსა და თურქეთს კარგი ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

„მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც ის, იქნება თუ არა შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში“, — უთხრა ჟურნალისტებს ბელორუსიაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბოგდან ზდრუევსკიმ, იმის პასუხად შეუძლია თუ არა ევროკავშირს მომავალში სანქციების მოქმედების დაბრუნება. 

ბელორუსიისა და ევროკავშირის ურთიერთობები 1996 წელს გართულდა, როცა ქვეყანის კონსტიტუციაში რეფერენდუმის შედეგად შევიდა ცვლილებები რიტაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაიზარდა და ამ დროიდან ვადის ახალ ათვლა დაიწყო. მაშინ დასავლეთმა ჩათვალა, რომ რეფერენდუმის სედეგები ფალსიფიცირებული იყო და პრეზიდენტმა შეუზღუდავი უფლებები მიიღო. 

2002 წელს ევროკავშირმა და აშშ-მ რიგი სავიზო შეზღუდვები შემოიღეს ბელორუსის  მაღალი თანამდებობის პირებისათვის, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩათვლით. შემდგომ წლებში, იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც აკრძალული ჰქონდა ევროკავშირსა და აშშ-ში შესვლა, მუდმივად იზრდებოდა. მასში პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების გარდა ჩართეს ჟურნალისტები, სამხედრო მოსამსახურეები და ბიზნესმენები. 

2006 წელს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო და ევროკავშირმა დამატებითი  ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბელორუსიის საელჩო გაიხსნება
 

2011 წელს სავიზო და ეკონომიკური სანქციები ორჯერ გააფართოვეს. საერთო სია ბელორუსის იმ მოქალაქეებისა ვისაც სანქციები დაუწესდათ 200-ს მიუახლოვდა. მათ რიცხვში აღმოჩნდნენ ბელორუსიის პრეზიდენტის უფროსი ვაჟები, ასევე მოსამართლეები და პროკურატურის მუშაკები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2010 წელს დეკემბერში მიტინგებზე დაკავებული ადამიანების სასამართლო გარჩევებში. 

2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხელი მოაწერა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის ნიკოლაი სტატკევიჩის შეწყალებაზე, რომელსაც ბრალად ედებოდა მასიური უწესრიგობების მოწყობა. ციხიდან ასევე ვადაზე ადრე განტავისუფლდა არეულობების მოწყობაში ბრალდებული 5 პირი. 

2015 წლის ოქტომბრის ბოლოს, ევროკავშირმა ანტიბელორუსული სანქციების მოქმედება 4 თვით შეაჩერა. სანქციების დროებით შეჩერებაზე ასევე განაცხადა აშშ-მ. 


ყველა ახალი ამბავი
0