ლუკაშენკო რუსეთსა და თურქეთს კარგი ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ არის საჭირო ვნებათა მეტი გაღვივება, თურქეთმა და რუსეთმა შესაძლებლობა უნდა გამონახონ, რომ თუნდაც ნახევარი ნაბიჯი გადადგან ერთმანეთისკენ, მიიჩნევს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და თურქეთს მოუწოდებს, წავიდნენ კომპრომისზე, გადადგან „ერთმანეთისკენ თუნდაც ნახევარი ნაბიჯი“ და აღადგინონ ის თბილი ურთიერთობები, რაც ამ ქვეყნებს აკავშირებდა.
 „შეცდომები გარდაუვალია და ისინი კი არ უნდა გავამძაფროთ, არამედ უნდა გადავჭრათ, წავიდეთ დათმობებსა და კომპრომისებზე. ეს რუსეთსა და თურქეთს შორის ბოლო კონფლიქტსაც ეხება“, — განაცხადა ლუკაშენკომ შაბათს, ნეიტრალიტეტის პოლიტიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
 „ვნებების ყველანაირად გაღვივება კი არა, შესაძლებლობის პოვნაა საჭირო, რომ ერთმანეთისკენ თუნდაც ნახევარი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგას — და პრობლემები გადაწყდება, აღდგება ის კეთილი, ახლო ურთიერთობები, რომლებიც ამ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის იყო და აუცილებლად მომავალშიც იქნება“, — აღნიშნა ბელორუსიის ლიდერმა.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომები დააწესა

 რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები კრიზისშია მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. რუსეთმა თურქეთის მიმართ ეკონომიკური ზომები დააწესა.

ყველა ახალი ამბავი
0