საგადასახადო სისტემის რეფორმირება ბიზნეს-სექტორს არაერთ სიახლეს ჰპირდება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის თანახმად, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა ჩამოეწერებათ.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა

საგადასახადო სისტემის რეფორმა ე.წ. „ესტონურ მოდელზე“ გადასვლას გულისხმობს. კერძოდ, აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის მოცულობა 15%-ს შეადგენს.

კანონპროექტის თანახმად, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა ჩამოეწერებათ.

გარდა ამისა, საგადასახადო დავის პერიოდში პირის  საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით.

Doing Business 2016 - Sputnik საქართველო
საქართველომ Doing Business 2016–ის რეიტინგში 24–ე ადგილი დაიკავა

კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული  ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ  გადაიხდის დღგ-ს თანხას.

„საგადასახადო კოდექსის რეფორმა დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას, რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა და გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

რეფორმის შემდეგ, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ბიზნესს განვითარების უფრო დიდი საშუალება ექნება, ხოლო მეწარმეებისა და დამწყები ბიზნესმენებისათვის სათანადო კლიმატი შეიქმნება.

ექსპერტების მიერ რეფორმის საქართველოში განხორციელება შეფასებულია ცალსახად დადებითად. კერძოდ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ.


ყველა ახალი ამბავი
0