ელჩი: ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება ტექნიკურად შესაძლებელია

© photo: Sputnik / Stringerაირკომპრესორული სადგური
აირკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ირანული ბუნებრივი აირის საქართველოში მიწოდების მარშრუტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თანაც ყველაზე რეალური ირანს, საქართველოს, რუსულ „გაზპრომსა“ და სომხეთს შორის სვოპ-ოპერაციებთან დაკავშირებული ვარიანტი ჩანს, განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება ტექნიკურად შესაძლებელია, განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალები-ფარმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არსებობს განსაზღვრული მარშრუტები, რომელთა საშუალებითაც ირანული გაზის საქართველოში მიწოდება შესაძლებელია.

„ის, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ვადასტურებ. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად აუცილებლად უნდა დამუშავდეს. ამაზე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. შეიძლება იგივე სომხური მარშრუტის გამოყენება, შეგვიძლია აზერბაიჯანული ინფრასტრუქტურის გამოყენება. არსებობს ასევე მესამე შესაძლებლობაც — სვოპის პრინციპით და ამ შემთხვევაში თანამშრომლობა ირანს, საქართველოს, რუსულ „გაზპრომსა“ და სომხეთს შორის უნდა წარიმართოს“, — განაცხადა ელჩმა.

თეირანი - Sputnik საქართველო
კალაძე ბუნებრივი აირისთვის ირანში გაემგზავრება

მისი განცხადებით, ეს უკანსკნელი ყველაზე რეალური ვარიანტია.

საქართველოში ირანული გაზის მოწოდება აბსოლუტურად რელურია, თუ ტარიფი მისაღები აღმოჩნდება, მიიჩნევს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ივანე მთვრალაშვილი.

„ბუნებრივია, შესაძლებელია ტექნიკური საკითხების განხილვა. ვიტყვით, რა ეტაპზე შეიძლება ამის გადაწყვეტა, მაგრამ ბუნებრივი აირის იმპორტი ირანიდან აბსოლუტურად რეალურია. მთავარია ტარიფი, რამდენად იქნება ის კონკურენტული აზერბაიჯანულ გაზთან შედარებით. თუ კონკურენტული იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ეს უფრო პერსპექტივა, ხვალინდელი დღეა“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.

გაზის გამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
ელჩი: ირანი მზადაა საქართველოს ევროპაში ტრანზიტით გასატარებელი გაზი მიაწოდოს

საქართველოში დღე-ღამეში დაახლოებით 11 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი შემოდის. მათგან 6 მლნ აზერბაიჯანული გაზია მილსადენ „ყაზახიდან“, 3,2 მლნ — „შაჰ-დენიზ-1“-ის (სამხრეთ კავკასიური მილსადენი) ფაზის ფარგლებში, დანარჩენ 1,5-2 მლნ კუბმეტრს სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს.

ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების გაზრდის გამო, ცისფერ საწვავზე შეიძლება დეფიციტი გაჩნდეს.

ამის პარალელურად საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ „გაზპრომთან“, რომელმაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ფულით გადახდის წინადადება წამოაყენა. გასული ხელშეკრულების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.


ყველა ახალი ამბავი
0