კალაძე ბუნებრივი აირისთვის ირანში გაემგზავრება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშითეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი თეირანში ელექტროენერგიის გაცვლის საკითხს განიხილავს, იმსჯელებს ბუნებრივი აირის მოწოდებაზე და ბოლოს, წყლის რესურსების ირანში ექსპორტთან დაკავშრებით მოლაპარაკებებს გამართავს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 15 თებერვალს ირანში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან, მათ შორის ირანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხს განიხილავს, განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა აბას თალები-ფარმა.

საქართველოში დღე-ღამეში დაახლოებით 11 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი შემოდის. მათგან 6 მლნ აზერბაიჯანული გაზია მილსადენ „ყაზახიდან“, 3,2 მლნ — „შაჰ-დენიზ-1“-ის (სამხრეთ კავკასიური მილსადენი) ფაზის ფარგლებში, დანარჩენ 1,5-2 მლნ კუბმეტრს სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს.

„ენერგეტიკის მინისტრი ორშაბათს ირანში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. ერთი საკითხი ელექტროენერგიის გაცვლასთან არის დაკავშირებული, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასთან, მეორე — ბუნებრივი აირის თემას ეხება და მესამე — ირანში წყლის რესურსების ექსპორტს“, — განაცხადა ელჩმა. 

ირანი - Sputnik საქართველო
საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს 15 თებერვალს გააუქმებს

მანამდე კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ენერგეტიკულ წყაროებზე ფიქრობს და ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გაზკომპანიებთან მოლაპარაკებები აწარმოებს.

საქართველო ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენას არ გამორიცხავს, თუ თეირანი კონკურენტუნარიან ფასს შესთავაზებს, აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

ირანულმა მედიამ იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოში სომხეთის გავლით ყოველდღიურად 8-15 მლნ კუბომეტრი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას იწყებს, რისი მიზანიც ელექტროენერგიის წარმოებაა.

გაზის გამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
ელჩი: ირანი მზადაა საქართველოს ევროპაში ტრანზიტით გასატარებელი გაზი მიაწოდოს

თუმცა, ამის საპასუხოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა,რომ „ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული ხელშეკრულება არ არსებობს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხი გადაწყვეტილი არ არის“.

ამჟამად ირანიდან ბუნებრივი აირის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია, განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ და აღნიშნა, რომ თუ მომავალში გაზსადენის ტექნიკური რეაბილიტაცია მოხდება, შესაძლოა, საქართველოსთვის გაზის მომწოდებელი ქვეყნების მცირე სია ირანითაც შეივსოს.


ყველა ახალი ამბავი
0