გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მიუნხენში გამართა

© Правительство Грузииგიორგი კვირიკაშვილი და თოომას ჰენრიკ ილვესი
გიორგი კვირიკაშვილი და თოომას ჰენრიკ ილვესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუნხენში გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებსა და ასევე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა თოომას ჰენდრიკ ილვესმა (Toomas Hendrik Ilves) მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური. 

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დატვირთული დღის წესრიგი მიუნხენში

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა, გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.

ილვესთან შეხვედრამდე საქართველოს პრემიერმა სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორომთან (Borut Pahor) და ნორვეგიის სამეფოს პრემიერთან, ერნა სოლბერგთან (Erna Solberg) განიხილა.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.  

გიორგი კვირიკაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა და გრიბაუსკაიტემ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრს, ლიტვის პრეზიდენტს, ასევე ფედერიკა მოგირნისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას. 

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის უწყების პირველ პირს შეხვდა.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 14 თებერვალს დასრულდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0