https://sputnik-georgia.com/20160213/230172354.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დატვირთული დღის წესრიგი მიუნხენში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დატვირთული დღის წესრიგი მიუნხენში
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგი მეტად დატვირთულია: მან შეხვედრები გამართა ისლანდიის, ბრაზილიის, სომხეთის, ჩეხეთისა და ბელარუსის საგარეო... 13.02.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-02-13T19:50+0400
2016-02-13T19:50+0400
2023-07-20T15:14+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23017/16/230171672_30:0:1145:630_1920x0_80_0_0_ff24f52882df3d2e56387e5df3fb5e2b.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23017/16/230171672_86:0:1089:630_1920x0_80_0_0_7afeafa5053d079344f909a1bbaf9bae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დატვირთული დღის წესრიგი მიუნხენში
19:50 13.02.2016 (განახლებულია: 15:14 20.07.2023) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგი მეტად დატვირთულია: მან შეხვედრები გამართა ისლანდიის, ბრაზილიის, სომხეთის, ჩეხეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა თავის ისლანდიელ კოლეგასთან გუნარ ბრაგი სვეინსონისთან (Gunnar Bragi Sveinsson), იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ვარშავის სამიტისთვის მზადების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის საკითხების შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეევთან ისაუბრა.
საგარეო უწყების პირველმა პირმა ბრაზილიელ კოლეგასთან მაურუ ვიეირესთან (Mauro Vieira) შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე, როგორც რეგიონალურ ჰაბზე, სრული ინფორმაცია მიაწოდა.
სომხეთში მოწვევა ჯანელიძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ედვარდ ნალბანდიანისგან მიიღო. მხარეებმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური განწყობა.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
ბულგარეთის პრეზიდენტს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული დიპლომატიის პირველ პირებს. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის უწყების პირველ პირს შეხვდა.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 14 თებერვალს დასრულდება.