კვირიკაშვილი და მოგერინი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ

© Правительство Грузииგიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი
გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება, აღნიშიშნა შეხვედრაზე.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. სავიზო რეჟიმის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება  და სხვა საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ მიუნხენის უსაფრთხოების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, — იუწყება პრემიერის ადმინისტრაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს «ერთიანი მხარდაჭერის ჩარჩოზე», რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი საქართველოს რეფორმების განხორციელებისთვის დახმარებას გაუწევს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის დახმარება ორიენტირებული იქნება კერძო სექტორზე, რათა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაა. 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
საქართველოს და ფინეთის თავდაცვის მინისტრებმა ნატოსთან მიმართებით საკითხები განიხილეს
 

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული დიპლომატიის პირველ პირებს. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის უწყების პირველ პირს შეხვდა.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 14 თებერვალს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0