თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან (Dalia Grybauskaitė) მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე.
ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
ბულგარეთის პრეზიდენტს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული დიპლომატიის პირველ პირებს. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფინეთის თავდაცვის უწყების პირველ პირს შეხვდა.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 14 თებერვალს დასრულდება.