საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტები ჩამოვლენ

© Sputnik / Levan Avlabreliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა ჯგუფი გამოძიების ჩასატარებლად ჩამოვა, ამ ეტაპზე ვიზიტის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. 2008 წელს საქართველოში მომხდარი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად საერთაშორისო სსამართლოს ექსპერტები ჩამოვლენ

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს იძიებს, საქართველოში ჩამოვა. ჯერჯერობით უცნობია ვიზიტის დრო და თარიღი, განაცხადა მიუნხენში საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ (Fatou Bensouda). 

სამხრეთ ოსეთი - Sputnik საქართველო
ფატუ ბენსუდა: 2008 წელს ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმა არსებობდა

ფატუ ბენსუდას ინიციატივით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2008 წელს შეიტანა და რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტის დროს თავის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გამოძიება დამოუკიდებელი იქნება. ბენსუდამ საქართველო გასული წლის ოქტომბერში ეწვია.

 „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა დროული იყო, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც თანხმობა მივიღეთ გამოძიების წარმოების შესახებ. შეხვედრაზე სამუშაო გეგმას გავეცანი და საგამოძიებო პროცესში სრული მხარდაჭერა მივიღე… რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენი ჯგუფი გამოძიების ჩასატარებლად რეგიონში ჩამოვა“, — განაცხადა ბენსუდამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ფატუ ბენსუდას ინიციატივით  რუსეთს 2008 წელს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიებისათვის მასალები მოსთხოვა. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ბესელია: ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ საქართველოს ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში

ისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა რომის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რომის სტატუტის სახელწოდებითაა ცნობილი. სტატუტი ძალაში 2002 წელს შევიდა. 

რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მის ძალაში შესვლამე ორი წლით ადრე, 2000 წელს მოაწერა, თუმცა დღემდე არ მოუხდენია რატიფიკაცია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0