ბესელია: ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ საქართველოს ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთისგან 2008 წელს სამხრეთ ოსეთში სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო მასალები გამოითხოვა. ამის ინიციატორი პროკურორი ფატუ ბენსუდა გახლდათ.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  დაადგინოს რუსეთის მხრიდან მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტები, — განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარასკევს, 9 ოქტომბერს. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთისგან 2008 წელს სამხრეთ ოსეთში სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო მასალები გამოითხოვა. ამის ინიციატორი პროკურორი ფატუ ბენსუდა გახლდათ. საქართველომ ჰააგაში სარჩელი 2008 წელს შეიტანა, რომელშიც რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში სდებდა ბრალს. 

„ჩვენი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან, ვინაიდან დაზარალდა ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლება, მოქალაქეთა უფლებები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, მეორე მხარეს თავისი პოზიცია აქვს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა რომის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რომის სტატუტის სახელწოდებითაა ცნობილი.  სტატუტი ძალაში 2002 წელს შევიდა. რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მის ძალაში შესვლამე ორი წლით ადრე, 2000 წელს მოაწერა, თუმცა დღემდე არ მოუხდენია რატიფიკაცია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 2014 წლის აპრილში  უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას მისცა რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ მოეხდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საწესდებო დოკუმენტების რატიფიცირება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0