ფატუ ბენსუდა: 2008 წელს ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმა არსებობდა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისამხრეთ ოსეთი
სამხრეთ ოსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის ფაქტი, რომ 13,4 ათასიდან 18,5 ათასამდე ეთნიკური ქართველი იძულებით გადაადგილდა, ხოლო 5 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველის კუთვნილი სახლი დაანგრიეს, ასევე გეგმის ნაწილია, აღნიშნა პროკურორმა. აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობა 75%-ით შემცირდა, განაცხადა მან.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას (Fatou Bensouda) განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2008 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი დანაშაულები საქართველოს ამ ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილი იყო. 

ფატუ ბენსუდას ინიციატივით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი2008 წელს შეიტანა და რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტის დროს თავის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის კონფლიქტის გამოძიებას მიესალმება

„იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საქართველოს 51-დან 113-მდე მოქალაქე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული იძულებითი გადაადგილების კამპანიის კონტექსტში მოკლეს“, — განაცხადა ბენსუდამ. 

ის ფაქტი, რომ 13,4 ათასიდან 18,5 ათასამდე ეთნიკური ქართველი იძულებით გადაადგილდა, ხოლო 5 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველების კუთვნილი სახლები დაანგრიეს, ასევე გეგმის ნაწილია, აღნიშნა პროკურორმა. აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობა 75%-ით შემცირდა, განაცხადა მან.

„უფრო მეტი, ასევე აღმოვაჩინე გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ სამხრეთ ოსურმა და და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები, როდესაც უტევდნენ სამშვიდობო მისიაში ჩართულ ადამიანებსა თუ ობიექტებს“, — განაცხადა ბენსუდამ.

პროკურორის განცხადებით, შეიარაღებული კონფლიქტისას  ათი რუსი და ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

 „ინფორმაციის მიხედვით, ქართველ მშვიდობისმყოფელებზე სროლები სამხრეთოსური პოზიციებიდან განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა, ხუთზე მეტი დაიჭრა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ქართულმა ძალებმა მათ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, დაღუპულია ათი რუსი მშვიდობისმყოფელი და დაჭრილია — 30. რუსული სამშვიდობო ბაზა, მათ შორის სამედიცინო ობიექტები, ინფორმაციის თანახმად, განადგურდა“, — აღნიშნა პროკურორმა.

აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობა 75%-ით შემცირდა.

 „არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი ამტკიცებს, რომ ეს დანაშაულები, ისეთ დანაშაულებთან ერთად, როგორებიცაა მაროდიორობა და მოქალაქეთა ქონების განადგურება, ჩადენილია მასობრივად, როგორც გეგმის ნაწილი და მისი მიზანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკურად ქართველების განდევნის პოლიტიკისთვის ხელშეწყობა იყო“, — დაასკვნა ბენსუდამ.


ყველა ახალი ამბავი
0