დიმიტრი ლორთქიფანიძე: NATO-ში ინტეგრაცია არ არის ჩვენი მთავარი მიზანი

© თ. ჩოჩუაპარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე
პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებსა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ვითარებაზე „sputnik”-ის ჟურნალისტს თენგიზ ჩოჩუას ესაუბრა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: აპატურაის განცხადება სულაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი იქნებოდა, კონკრეტულად რომ გაეკეთებინა განცხადება MAP-ის მიღების თაობაზე. MAP-ის მიღების დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მერე პერმანენტულად ხორციელდება, არის მხოლოდ პოლიტიკური ლექსიკონის გამდიდრებისობიექტი. NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა რომ არ გვაქვს, ეს ალიანსის წესდებაშიც ჩანს. ჩვენთვის ცნობილია, რომ NATO-ს წესდებით, ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ვერ გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ეს დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა NATO-ს, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს.

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
საქართველო და ნატო: მაპი - კი თუ არა — საკითხავი აი ეს არის
 

ორი შანსი არსებობს, ან საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით, უნდა დავიბრუნოთ ისინი. ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს რაღაცის ფასად. ეს არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რომლის დაწყებაც, სამწუხაროდ, ჩვენს არც ყოფილ ხელისუფლებას სურდა და არც ახლანდელს სურს. ამიტომ, არსებობს მესამე პოლიტიკური ძალის საქმეში ჩართვის აუცილებლობა. ეს ძალა პირდაპირი დიალოგის გზით ნათელს მოჰფენდა იმ საკითხს, რომ ჩვენი მიზანი არის არა NATO, არამედ მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილება ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი.

ირანი - Sputnik საქართველო
საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს 15 თებერვალს გააუქმებს

- ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მოიაზრება თუ არა ამ მიზნებში?

— დიახ, სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, ირანთან სავიზო რეჟიმის მოხსნაც მოიაზრება. ამან უნდა უზრუნველყოს ტვირთების დაუბრკოლებელი გადაადგილება, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია. ასე რომ, საქართველო უნდა გახდეს სერიოზული რეგიონული მოთამაშე და არ უნდა იყოს დამოკიდბეული მარიონეტ ჩინოვნიკებზე, რომლებსაც ჩვენი დასავლელი პარნტიორები ჩასძახიან თუ როდის უნდა იყვირონ MAP-ზე და როდის არა. NATO-ში ინტეგრაცია არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

გია ვოლსკი და ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვოლსკი: საქართველო ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს

- სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის. რატომ სდუმს ქართული მხარე?

— სერგეი ლავროვი არ არის ჩვეულებრივი საგარეო საქმეთა მინისტრი. ის არის ძალიან მაღალი დონის დიპლომატი, რომელსაც აღიარებენ მთელ მსოფლიოში. როდესაც საკითხი დგება ისე, რომ ლავროვი პირადად არის დაინტერესებული ქართულ მხარესთან დიალოგით, ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ დონეზე უნდა იყოს აღქმული. NATO-ს გენერალური მდივნისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას. მაგრამ, ერთია ფაქტების კონსტატაცია და მეორეა ჩვენი ხელისუფლების რეალური ქმედებები ასეთი განცხადებების შემდეგ. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უმაღლეს დონეზე შეხვედრების შესახებ განცხადება მესამედ კეთდება. თუკი საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს უპირისპირდებიან სხვა ბევრად ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებში, ამაშიც გაეჯიბრონ ერთმანეთს და რომელიმემ გამოთქვას მზაობა რუსეთთან დიალოგზე. ბოლოსდა ბოლოს ის მაინც გავიგოთ რა დღის წესრიგით განისაზღვრება უმაღლესი დონის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის. როგორც ჩანს, ჩვენს მარიონეტულ ხელისუფლებას დღემდე არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. 


ყველა ახალი ამბავი
0