უკონტაქტო პატრულირება - უსაფრთხოება თუ „თვალთვალი“

© photo: Sputnikპეკინის ქუჩა
პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულირების შემოღებით სამართალდამცველი ორგანოები მოქალაქეების პირად ცხოვრებაზე „თვალთვალს“გეგმავენ.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. უკონტაქტო პატრულირება, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს გაააკონტროლებს, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის წესდება და „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებაა დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ შსს-ს ავტომანქანები ქვეყნის ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იმოძრავებენ, ისინი აღჭურვილნი იქნებიან ფოტო და ვიდეოტექნიკური საშუალებებითა და სიჩქარის განმსაზღვრელი არასტაციონარული მოწყობილობით. გარდა ამისა, შეიძლება გაჩნდეს ფარული რადარები და ვიდეოკამერები, რომელთა ადგილმდებარეობის თაობაზე საზოგადოებას არ ამცნობენ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს კულტურულ მძღოლებს წაახალისებს

საქართველოს შსს-ში მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება უწყების ინიციატივის თაობაზე არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს, რათა ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ სამართალდამცველი ორგანოები მათი პირადი ცხოვრების „თვალთვალს“ აპირებენ.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოში ავტომობილების რიცხვი 20%-ით გაიზარდა, რამაც გზების გადატვირთვა გამოიწვია, ასევე გაიზარდა შესაძლო ავარიების რისკი, აღნიშნავს შსს და ასევე დასძენს, რომ უწყების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს გზებზე ფარული პატრულირება იგეგმება

უკონტაქტო პატრული დააფიქსირებს არა მძღოლებს, არამედ სატრანსპორტო საშუალებებს. საგზაო მოძრაობის დარღვევის შემთხვევაში მძღოლის ვინაობა არ დგინდება, ვიდეოჯარიმა ავტომობილის მფლობელის სახელზე გაფორმდება.

შსს აღნიშნავს, რომ უკონტაქტო პატრულირება ბევრ დასავლურ ქვეყანაშია აპრობირებული.

გარდა ამისა, თუ საქართველოში ჯარიმების ქულათა სისტემა დაწესდება, უკონტაქტო პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების გამო მართვის მოწმობას ქულები არ დააკლდება.

ყველა ახალი ამბავი
0