საქართველოს გზებზე ფარული პატრულირება იგეგმება

© photo: Sputnikსაზოგადოებრივი ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან პოლიციელები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსით ან ტაქსით იმოძრავებენ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ფარული პატრულის ამოქმედება იგეგმება — შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამოსაცნობი ნიშნების არმქონე მანქანებით იმოძრავებენ, — განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.  

თბილისი - Sputnik საქართველო
მძღოლებს საქართველოში ახალი სისტემით დააჯარიმებენ

„მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება, რაც გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდრეოჯარიმების რეჟიმში“, — განაცხადა ხუციშვილმა. 

ამას გარდა, სიჩქარის გადაჭარბების დასაფიქსირებლად იგეგმება გადასატანი რადარების გამოყენებაც. 


ყველა ახალი ამბავი
0