მორწმუნეთა უფლებების დასაცავად ინიცირებულმა ცვლილებებმა შესაძლოა პრობლემები შექმნას

© photo: Sputnikმორწმუნეები
მორწმუნეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის წევრი მმართველი კოალიციიდან იოსებ ჯაჭვლიანი რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის, ასევე რელიგიური შენობების და სიწმინდეების წაბილწვისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების ინიციატივით გამოდის.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტში, რომელიც პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს, მკაფიოდ არ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს რელიგიური გრძნობები და რა შეიძლება იყოს მისი შეურაცხყოფა, — თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი სოფო ჭარელი.

„ხარვეზები, რაც ამ კანონპროექტს გააჩნია შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ: პირველი არის ის რომ თვითონ ფორმულირება არის ბუნდოვანი. კერძოდ: რას ნიშნავს რელიგიური გრძნობები და რა შეიძლება იყოს მისი შეურაცყოფა ძალიან ფართო  მცნებაა და  შესაბამისად ეს მუხლი ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, თუ ეს კანონპროექტი მოცემული  სახით შევა ძალაში, მომავალში  შესაბამის პირებს  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოუწევთ იმის განმსაზღვრა,  თუ რა არის რელიგიური გრძნობა და რა იქნება მისი შეურაცხყოფა. ეს კი გარკვეულწილად სუბიექტურ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანს და შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვას პრაქტიკაში“- თვლის სოფო ჭარელი. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ

პარლამენტის წევრი  მმართველი კოალიციიდან იოსებ ჯაჭვლიანი რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის, ასევე რელიგიური შენობების და სიწმინდეების წაბილწვისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების ინიციატივით გამოდის.

რელიგიური ორგანიზაციებისა და მორწმუნეთა გრძნობების შელახვისათვის საქართველოში 300 დან 500 ლარამდე ჯარიმა იქნება შემოღებული. 

სოფო ჭარელის თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი კანონის მიღებას ცდილობს სახელმწიფო, 2013 წელს არსებობდა ზუსტად ანალოგიური ინიციატივა, რომელიც ასევე ითვალისწინებდა გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის. 

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორია ასეთი კანონის მიღება, ამასთან დაკავშირებით ალბათ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ამბობენ, რომ  გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფლება რომელიც თავისთავში მოიცავს არა მხოლოდ იმ იდეებს და ინფორმაციებს, რომლებიც მისაღებია საზოგადოებისათვის, არამედ ასევე იცავს იმ იდეებს და ინფორმაციასაც, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის მისაღები ან შეიძლება შეურაცხმყოფელიც კი იყოს. შესაბამისად შინაარსობრივი რეგულაციის დაწესება გამოხატვის თავისუფლებაზე ვთვლით რომ არ არის სწორი, მით უმეტეს ასეთი არაგანჭვრეტადი კანონით. ჩვენ და ვერცერთ  შემთხვევაში ვერ მივესალმებით მსგავსი ხასიათის რეგულაციას“- განაცხადა სოფო ჭარელმა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შელახვაზე, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს
 

ჯაჭვლიანის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 166-ე პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც: 

რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოყენება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას — გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი 600 ლარით დასჯას ითვალისწინებს. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება — გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება, განმეორებითი ქმედება კი 1000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას შეფასებით, საკითხი მეტად მნიშვნელოვანი, ფაქიზი და საყურადღებოა, შესაბამისად აუცილებელია დაცული იქნას ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიურ გრძნობებს შორის, აქვე ასევე გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოების პრაქტიკა და გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ყველა ახალი ამბავი
0