საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სემინარი საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა, რომლის განცხადებითაც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია შიდასახელმწიფოებრივ პრაქტიკაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისში რეგიონული სემინარი სახელწოდებით – „პარლამენტის როლი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების პროცესში“ გაიხსნა. 

სემინარი საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა, რომლის განცხადებითაც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია შიდასახელმწიფოებრივ პრაქტიკაში  ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. 

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჭეშმარიტად იქცა დოკუმენტად, რომელმაც მე-20 საუკუნეში შეაჯამა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციური გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მიერ, რათა დაცული იყოს ადამიანი და მისი უფლებები. ამიტომ საქართველოსა და სემინარის მონაწილე ქვეყნების სწრაფვა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უკეთ დავნერგოთ ეს სტანდარტები ჩვე ნს შიდასახელმწიფოებრივ პრაქტიკაში“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რეგიონულ სემინარში მონაწილეობენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე პარლამენტის უმრავლესობა და ოპოზიცია, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი (Yanosh Herman).

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას განმარტებით, ფორუმი ხელს შეუწყობს პარლამენტის როლის გაძლიერებას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების პროცესში. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღმსრულებელ ქვეყნებს შორის საქართველოს ერთ–ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

 


ყველა ახალი ამბავი
0