საქართველოში მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შელახვაზე, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

გამოწერა
ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომელთა თანახმადაც, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შემლახველი მასალების გამოქვეყნება 300–დან 600 ლარამდე ჯარიმით დაისჯება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც რელიგიური სიწმიდეებისა და მღვდელმსახურების შეურაცხყოფა ფულადი ჯარიმით დაისჯება. 

ინიცირებული კოდექსი ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, რელიგური სიწმიდეების, რელიგიური ორგანიზაციების, მღვდელმსახურებისა და მორწმუნეების მიმართ საჯარო სიძულვილის გამოხატვა, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შემლახველი მასალების გამოქვეყნება და რელიგიური ნაგებობებისა თუ სხვა სიწმიდეების შებღალვა–დაზიანება დაისჯება 300–დან 600 ლარამდე ჯარიმით.  

სამება - Sputnik საქართველო
წულუკიანი: პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება არ აქვს

უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ზრით, „ყველა დარღვევა უნდა დაისაჯოს, მით უმეტეს, რელიგიის წინააღმდეგ მიმართული“. 

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ ინიციატივას ისეთივე უარყოფითი შეფასება მოჰყვება, როგორიც პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების იდეას მოჰყვა. 

„მოცემული კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზი არის ბოლო დროს გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიებისა და სასულიერო პირების  შეურაცხყოფა“, — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0