— რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის საკითხს ვუყურებ როგორც პოლიტიკოსი და როგორც იურისტი. მე პირადად მიმაჩნია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს გარკვეული სანქციით დასჯადი, ისევე როგორც დასჯადია ადამიანის შეურაცხყოფა. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია საფლავის შებილწვა, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა და ა.შ. რასაკვირველია, ზოგადად შეურაცხყოფა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის ფორმით უნდა იყოს დასჯადი.
-საზოგადოება რატომ განეწყო ამ კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად, რა არის ამის მიზეზი?
— კრიტიკა ამ კანონპროეტის მიმართ გამოიწვია გარემოებამ, რომ ის შემუშავებულია ჯგუფის მიერ და პარლამენტის იმ კომიტეტში გადის, რომელსაც არ აქვს საზოგადოების მხრიდან ნდობა, რომ სწორად იქნება დაცული ბალანსი. საზოგადოება მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს გამოყენებული იქნეს არა შეურაცხყოფის აღსაკვეთად, არამედ კრიტიკის აღსაკვეთად. ღმერთმა დაგვიფაროს ეს მოხდეს ჩვენს საზოგადოებაში, მაგალითად, შეურაცხყოფაა ჯვრის მიმართ ვინმემ ჩაიდინოს რაღაც ბილწი ქმედება. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ რელიგიური ავტორიტეტების შეურაცხყოფა რელიგიური შეურაცხყოფაა. ეს ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შესაძლოა მართლაც შეურაცხყოფს, მაგრამ პატრიარქი ან იმამი რომ გააკრიტიკო, ეს რა თქმა უნდა,არანაირად არ უნდა მოხვდეს დასჯად სფეროში. რადგან აქ საქმეგვაქვს ადამიანის თავისუფლებასთან. შეიძლება ეთიკა არ მომცემს უფლებას, რომ გავაკრიტიკო პატრიარქი, როგორც გავაკრიტიკებ მთავრობის წევრებს, ამიტომ ეს ეთიკით რეგულირებადი საკითხი უნდა იყოს და არა კანონით.
-პირადად თქვენ მიზანშეწონილად და აუცილებლობად მიიჩნევთ ამ კანონის დამტკიცებას?
— ამ საკითხზე კანონი საერთოდ არ უნდა იქნეს მიღებული. რა კანონმდებლობაც არსებობს, მის ფარგლებში ძალიან კარგად არის შესაძლებელი რეაგირება. ანუ რეალურად არსებობს კანონი და ხელისუფლებას შეუძლია ეს კანონი გამოიყენოს. სინამდვილეში ვხედავთ, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას თავად უკეთებს წახალისებას. ასე არ შეიძლება, რომ ყველა სხვა სფეროში სიძულვილის ენა წახალისებული იყოს და მარტო რელიგია იყოს დაცული. ეს არასწორია. ხელისუფლება განსხვავებულად მოაზროვნეეებს, ოპოზიციას ლანძღავს, ჯაშუშობა გავრცელებულია. ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალებს უწოდებენ კრიმინალებს ხელისუფლების წარმომადგენლები და მე ვფიქრობ, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყანაში სიძულვილის ენა აღმოიფხვრას, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, თავად უნდა მისცეს მაგალითი და ჯაჭვლიანები, თოფაძეები, რომლებიც სიძულვილის ენაზე მეტყველებენ, აღარ უნდა დატოვონ ხელისუფლებაში. დღეს რაც საქართველოში ხდება, ეს საკანონმდებლო ხარვეზის ბრალი არ არის. ამის მიზეზი არის ჩვენი ისტერიკაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების და განსხვავებულაადმოაზროვნეების მიმართ ლანძღვა გინების და ფურთხების გარდა, სხვა არგუმენტს ვერ ნახულობს.
- საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებადამცევლმა გიორგი ტატიშვილმა მიმართა სარჩელით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით. „ემუქრება“ საქართველოს ერქესიანთა კანონიერი კავშირი?
— იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში. თუ წარმოებაში მიიღო, ეს უკვე ნამდვილად სერიოზული პრობლემა იქნება ქვეყნისთვის. ამ ყველაფერს სწორი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. სამართლებრივი რეაგირება კი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. როგორც გვახსოვს, ჩვენმა წინა პრემიერ-მინისტრმა დაპირება გასცა, მაგრამ ამ თემამ დღის სინათლე ვერ იხილა. სწორი სამართლებრივი გამოსავალი თემის სამუდამოდ დასახურად არის შემდეგი — კონსტიტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი — ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი!