საქართველოს პრემიერი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Александр ВильфApple iPhone
Apple iPhone - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზის გასხვისებას ეწინააღმდეგება, თუმცა ერთი კომპანიის მიერ მეორისგან საცალო აქტივების შეძენაში რისკებს ვერ ხედავს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. კომპანია „მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინისგან“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაფერს ხედავს საგანგაშოს.

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
GNCC „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის საკითხს განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განაცხადის საფუძველზე. კომპანიები წინასწარ ნებართვას ითხოვენ საცალო სეგმენტის ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებით. პირველი ზეპირი მოსმენა სამშაბათს გაიმართება.

თბილისი - Sputnik საქართველო
GNCC: საქართველოს ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალი არ იყიდება

„მეც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, რადგან ამას აქვს გარკვეული სტრატეგიული ხასიათი. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაში გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის და ასევე სხვა მაგისტრალური ინფრასტურქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეს მე ვერ ვხედავ“, — განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ: კვირას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული მარეგულირებლისგან განმარტება მოითხოვა საქართველოს ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალის რუსული მხარისთვის შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის  მეტად მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0