GNCC: საქართველოს ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალი არ იყიდება

გამოწერა
GNCC–ის წარმომადგენლის განცხადებით, ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალის რუსული „ვიმპელკომისთვის“ მიყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

თბილისი, 7 თებერვალი  — Sputnik. „კავკასუს ონლაინი“ მხოლოდ  საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტს ყიდის კომპანია „მობიტელზე“, ხოლო საქართველოს ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის საკითხი არ განიხილება, განაცხადა ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ ეთერში. 

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ალასანია: საქართველოს ინტერნეტსივრცე შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს

შეგახსენებთ: კვირას, დილით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული მარეგულირებლისგან განმარტება მოითხოვა საქართველოს ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის  მეტად მნიშვნელოვანია. 

„ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განიხილება კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისება კომპანია 

Facebook Twitter - Sputnik საქართველო
„მობიტელი“ „კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შესყიდვას გეგმავს

მობიტელისთვის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ რუსული „ვიმპელკომი“. ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რჩება იმავე კომპანიის მფლებელობაში“, — განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს მომავალში საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განაცხადის საფუძველზე. კომპანიები წინასწარ ნებართვას ითხოვენ საცალო სეგმენტის ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებით. 


ყველა ახალი ამბავი
0