ალასანია: საქართველოს ინტერნეტსივრცე შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ შესაძლოა Vimpelcom–მა საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი ოპტიკურ–ბოჭკოვანი არხი შეისყიდოს, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების ოპტიკურ–ბოჭკოვანი არხი შესაძლოა რუსეთმა მართოს, — განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირალი ალასანიამ „რუსთავი 2–ის“ ეთერში.

ალასანიას თქმით, საქართველოს მთავრობა ოპტიკურ–ბოჭკოვანი არხის გასხვისების თემაზე მუშაობს. 

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
GNCC „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის საკითხს განიხილავს

„სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია „ვიმპელკომი“ შეიძლება დაეპატრონოს“, — განაცხადა ალასანიამ. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ეროვნული მარეგულებრისაგან განმარტება მოითხოვა, ვინაიდან აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს.  

„დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმებისა, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა“, — შენიშნა ირაკლი ალასანიამ. 

მისი თქმით, „ვიმპელკომი“ უვე მუშაობს აფხაზეთში. 


ყველა ახალი ამბავი
0