GNCC „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის საკითხს განიხილავს

© photo: Sputnik / Александр Демьянчук / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 9 თებერვალს გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. სხდომა საჯაროა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ამის შესახებ GNCC იტყობინება. 

კომპანიები ითხოვენ წინასწარ ნებართვას „მობიტელის“ მიერ Caucasus Online-საგან საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენაზე. 

კომუნიკაციების სფეროში შერწყმის ან აქტივების გაყიდვისთვის,  კომისიის წინასწარი ნებართვაა საჭირო. როგორი იქნება GNCC-ს პოზიცია კომპანიების შესაძლო შერწყმაზე მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ თემაზე. 

Facebook Twitter - Sputnik საქართველო
„მობიტელი“ „კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შესყიდვას გეგმავს

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის  (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას“, —ნათქვამია GNCC-ს განცხადებაში.

საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 9 თებერვალს გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. 

GNCC-მ 2015 წლის ნოემბერში მობილურ ოპერატორს „მაგთიკომს“ წინასწარ მისცა უფლება სატელეკომუნიკაციო კომპანია „კაუკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შეძენაზე. შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივის შეძენაზე მიეცა თანხმობა, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.

„კაუკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენას კომპანია „სილქნეტიც“ გეგმავდა, თუმცა მხარეებმა დროულად არ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.


ყველა ახალი ამბავი
0