„კავკასუს ონლაინი“: მაგისტრალური კაბელი არ შედის კომერციულ შეთანხმებაში

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიინტერნეტმომხმარებელი ნოუთბუქთან
ინტერნეტმომხმარებელი ნოუთბუქთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი არ არის „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივების რეალიზაციაში ყიდვა–გაყიდვის საგანი.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. „კავკასუს ონლაინი“ საცალო სეგმენტი გაყიდვაზე რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, მათ შორის, „ვიმპელკომსა“ და „მაგთიკომთან“, ხოლო შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი არ გახლავთ მოლაპარაკებების საგანი, — ნათქვამია „კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ განცხადებაში.  

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ალასანია: საქართველოს ინტერნეტსივრცე შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს

შეგახსენებთ: კვირას, დილით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული მარეგულირებლისგან განმარტება მოითხოვა საქართველოს ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალის რუსული მხარისთვის შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის  მეტად მნიშვნელოვანია. 

„მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის  კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება…  კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი“, — ნათქვამია „კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ ამ თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაავრცელა. 

Facebook Twitter - Sputnik საქართველო
„მობიტელი“ „კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შესყიდვას გეგმავს

იქვე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებათა პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი, გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. კომისიის დებულებების თანახმად, კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომისიის წინასწარი თანხმობა.  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს მომავალში საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს „მობიტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განაცხადის საფუძველზე. კომპანიები წინასწარ ნებართვას ითხოვენ საცალო სეგმენტის ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებით. 

 

ყველა ახალი ამბავი
0